ამერიკის 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორები სასამართლოს წინაშე უახლოესი ერთი თვის განმავლობაში წარსდგებიან. იუწყება "ბი-ბი-სი".
ტერაქტის ორგანიზატორების წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ტერაქტიდან 11 წლის შემდეგ გაიმართება. პროცესი გუანტანამოში ჩატარდება.
ეჭვმიტანილები თვითმფრინავის გატაცების, შეთქმულებისა და მკვლელობის მუხლებით გასამართლდებიან.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ეჭვმიტანილთა მიმართ მაქსიმალური სასჯელი მოითხოვა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორებს სასიკვდილო განაჩენი ელოდებათ.
