რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, სირიის ოპოზიცია ვერასდროს შეძლებს ქვეყნის შეიარაღებული ძალების დამარცხებას.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არაბული ქვეყნები და აშშ მეამბოხეების იარაღით მომარაგებას გააგრძელებენ, დაპირისპირება წლების განმავლობაში გაგრძელდება.
სირიაში წელიწადზე მეტია, რაც სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.
კონფლიქტის შედეგად 9000-მდე ადამიანია დაღუპული.
