სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტედეჩმა პრეზიდენტობის პოსტიდან გადადგომის შესახებ ადგილობრივი ტელეარხის „ერ-ტე-ეს-ის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ტედეჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავისი ქვეყნის მომავალს ევროპასთან ინტეგრაციაში ხედავს. მისი თქმით, ის არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას.
როგორც ცნობილია, სერბეთში არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას ქვეყნის ვიცე-სპიკერი შეასრულებს.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები სერბეთში 6 მაისს გაიმართება.
