რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მაიკლ მაკფოლის განცხადებას, ჟურნალისტების მხრიდან მისი დევნის შესახებ გადაჭარბებული უწოდა.
აღნიშნული განცხადება რუსეთის პირველმა დიპლომატმა „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
როგორც ცნობილია, ამერიკელმა დიპლომატმა მაკფოლმა სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული ტელეკომპანია „ენ-ტე-ვე-ს“ ჟურნალისტები მისი ნებისმიერი ნაბიჯის შესახებ ფლობენ ინფორმაციას, მათ შორის ისეთს, რომელიც საელჩოს პრესსსამსახურს არ გაუვრცელებია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საჩივრის წერილით მიმართა.
