მასაჩუსეტსის ექს-გუბერნატორი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი მით რომნი წინასაარჩევნო კამპანიაში აშკარა უპირატესობით სარგებლობს.
„ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, რომნიმ სამ შტატში კოლუმბიაში, ვისკონსინსა და მერილენდში ჩატარებულ პრაიმერში დამაჯერებლი გამარჯვება მოიპოვა.
ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, გამოკითხვების შედეგად, „რესპუბლიკელების“ კანდიდატს მით რომნის მხოლოდ 10%-ით უსწრებს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გაიმართება.
