იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ძლიერი ქარიშხლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
ქარიშხლის მიზეზით ასობით ავიარეისი ამ დრომდე გაუქმებულია და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია - ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს მონაცემებით ქარიშხალი იაპონიის ზღვაში წარმოიქმნა.
არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს. ჯერჯერობით, უცნობია ინფორმაცია ზარალის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ძლიერი ქარიშხალი იაპონიაში 1959 წლის შემდეგ აღარ განმეორებულა.
