ბელორუსში მეორე ატომური ელექტროსადგური აშენდება
ბელორუსში მეორე ატომური ელექტროსადგური აშენდება
15:34 03.04.2012
ბელორუსის მთავრობამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დასაწყებად ნებართვა მიიღო.

"ლენტა რუს" ინფორმაციით, პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დღეს მთავრობის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორთან იუკია ამანოსთან შეხვედრის შესახებ.

როგორც შეხვედრაზე ამანომ განაცხადა, მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც ექსპერტები სადგურის ასაშენებლად ყველა საკითხს დააზუსტებენ. მისივე განმარტებით, ეს, სავარაუდოდ ივნისში მოხდება.

აღნიშნულ საკითხს ლიტვის ხელისუფლება ნეგატიურად შეხვდა.

ბეჭდვა