რუსული ტელეკომპანიების მიერ აშშ-ს ელჩის მაიკლ მაკფოლის დევნის ფაქტს ამერიკა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, დევნის მსხვერპლი საელჩოს სხვა თანამშრომლებიც გახდნენ.
,,ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოგვითქვამს უკმაყოფილება არა მხოლოდ მაკფოლის, არამედ საელჩოს სხვა თანამშრომლების დევნის ფაქტებზეც. ჩვენს თანამშრომლებს ზეწოლის გარეშე უნდა შეეძლოთ მუშაობა“ - განაცხადა ნულანდმა.
რუსეთში აშშ-ს ელჩის მაიკლ მაკფოლის გაღიზიანება გასულ კვირას „ენ-ტე-ვეს“ ჟურნალისტების საქციელმა გამოიწვია. ელჩის განცხადებით, ტელეკომპანია მისი ყველა შეხვედრის საქმის კურსშია, იმ ღონისძისძიების შესახებაც კი, რის თაობაზეც საელჩოს პრესსამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
