რუსეთის 66 წლის მოქალაქე ტაილანდის კურორტ ფხუკეთში დღეს ხეზე ჩამოხრჩობილი იპოვეს.
როგორც "ბი-ბი-სი" ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იუწყება, შემთხვევის ადგილზე სკამი იდგა, რაც თვითმკვლელობის ვერსიაზე მიუთითებს. გამომძიებლები ასევე არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის მოქალაქე ჯერ ჩამოახრჩვეს, ხოლო შემდეგ თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეს ტაილანდში ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 13 აპრილამდე ჰქონდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
