მოსკოვის ბაზარში ხანძარს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
მოსკოვის ბაზარში ხანძარს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
12:53 03.04.2012
მოსკოვის ბაზარში გუშინდელ ხანძარს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"ბი-ბი-სი" ინფორმაციით, თავდაპირველად დაღუპულად 8 ადამიანი სახელდებოდა, თუმცა,  მოგვიანებით გარდაცვლილთა რაოდენობამ 15-ს მიაღწია.
გავრცელებული ინფრმაციით, ყველა გარდაცვლილი ტაჯიკეთის მოქალაქეა. ისინი ბაზარში მუშებად საქმიანობდნენ და იქვე მდებარე შენობებში ათევდნენ ღამეს.
ცეცხლის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ბეჭდვა