გაერო-ში ამერიკის წარმომადგენლის სუზან რაისის განცხადებით, სირიის მთავრობა დასახლებული პუნქტების ცენტრებიდან ჯარების გაყვანას დასთანხმდა.
გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას კოფი ანანმა განაცხადა, რომ სირიის მთავრობასთან სხვა დეტალებზეც ელიან შეთანხმებას, მათ შორის, ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის თანხმობას.
კოფი ანანმა დახურულ სესიაზე აღნიშნა, რომ სირიის ხელისუფლების განცხადებით, ის მზადაა მძიმე შეიარაღება და ჯარები გაიყვანოს ქალაქებიდან.
რაისის თქმით, ამ კვირაში კოფი ანანის დიპლომატიური გუნდი სირიაში კვლავ დაბრუნდება სამეთვალყურეო მისიის მოსამზადებელი სამუშაოების გასაგრძელებლად.
სირიაში წელიწადზე მეტია, რაც სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.
