აშშ-სთვის ჯერ უცნობია როდის გაიმართება მოლაპარაკება თეირანთან
აშშ-სთვის ჯერ უცნობია როდის გაიმართება მოლაპარაკება თეირანთან
11:06 03.04.2012
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, აშშ-სთვის ჯერჯერობით უცნობია როდის და სად გაიმართება  თეირანის ბირთვულ პროგრამაზე ირანთან მოლაპარაკება.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ერთი მხრივ ირანს, მეორე მხრივ კი - გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრსა და გერმანიას შორის მოლაპარაკება სტამბოლში, 13-14 აპრილს შედგება.

გუშინ რუსეთმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების ირგვლივ დეტალები ზუსტდება და შეხვედრა, შესაძლოა, 14 აპრილის შემდეგ გაიმართოს.

ბეჭდვა