ამერიკაში კოლეჯზე თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა
ამერიკაში კოლეჯზე თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა
10:40 03.04.2012
ამერიკულ კოლეჯზე თავდასხმის შედეგად დღეს 7 ადამიანი დაიღუპა.
"ბი-ბი-სის" ცნობით, ადგილობრივ სამართალდამცავთა განცხადებით, სროლა კალიფორნიის შტატში ქრისტიანულ კოლეჯ  ოიკოსში ადრე დილით განხორციელდა. 7 ადამიანი დაიღუპა, 3-მა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა.

ქრისტიანულ კოლეჯზე თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ბეჭდვა