მოსკოვში დაკავებული აქტივისტები კვლავ პოლიციის განყოფილებაში არიან
მოსკოვში დაკავებული აქტივისტები კვლავ პოლიციის განყოფილებაში არიან
18:46 01.04.2012
მოსკოვში დღეს დაკავებული ოპოზიციის აქტივისტები ჯერ ისევ პოლიციის განყოფილებაში რჩებიან.
რუსმა სამართალდამცავებმა არასანქცირებული მიტინგის გამართვის მცდელობისთვის დღეს 55 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" იტყობინება.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად დგინდება ჰქონდა თუ არა ადგილი დაკავებულების მხრიდან კანონით გათვალისწინებული ნორმების გადამეტებას.
დაკავებულები სავარაუდოდ, დღეს წითელ მოედანზე დაგეგმილი "ფლეშ-მობ" შოუს მონაწილეები არიან. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ჯგუფმა სახელწოდებით "თეთრი მოედანი" მსურველებს 1 აპრილს წითელ მოედანზე მასიური "ფლეშ-მობ" შოუს გამართვისკენ მოუწოდა. მოსკოვის მერიამ კი, სარემონტო სამუშაოების ჩატარების მოტივით, დღეს წითელი მოედანი გადაკეტა.


ბეჭდვა