წითელ მოედანზე დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე აქტივისტებს პოლიცია არ უშვებს
წითელ მოედანზე დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე აქტივისტებს პოლიცია არ უშვებს
16:32 01.04.2012
მოსკოვში წითელ მოედანზე დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე აქტივისტებს პოლიცია მოედანზე შესვლის საშუალებას არ აძლევს.

"ბი-ბი-ის" ცნობით, მონაწილეები მოედანზე თეთრ ტანსაცმლით მივიდნენ. ოპოზიციის აქტივისტები იქ დღეს "ფლეშ მობ" აქციას გამართვას გეგმავდნენ. მოგვიანებით, მოსკოვის მერიამ წითელი მოედნის გადაკეტვის განკარგულება გასცა, მიზეზად კი - სარემონტო საშუშაოები დასახლედა.

მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში გუშინ, ე.წ. "პანკ გოგონების" გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ არასანქცირებულ აქციაზე ათობით მონაწილე დააკავეს.

"ეხო მოსკვის" ინფორმაციით, ოპოზიცია საპროტესტო აქციაზე დაკავებული გოგონების გათავისუფლებას და კონსტიტუციის 31-ე მუხლის დაცვას ითხოვდა, რომელიც მიტინგებისა და დემონსტრაციების თავისუფლად ჩატარების უზრუნველყოფას გულისხმობს.

ამ დროისთვის დაკავებული აქტივისტები გათავისუფლებულები არიან.
მასშტაბური სანქცირებული აქცია მოსკოვში 6 მაისს, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს გაიმართება.

ბეჭდვა