იემენში 8 ჯარისკაცი დაიღუპა
იემენში 8 ჯარისკაცი დაიღუპა
14:09 01.04.2012
იემენში ისლამისტური დაჯგუფებებებთან შეტაკების შედეგად 8 ჯარისკაცი დაიღუპა.
როგორც "ბი-ბი-სი" ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იუწყება, შეირაღებული  დაპირისპირება ისლამისტურ დაჯგუფებასა და ქვეყნის ჯარისკაცებს შორის დღეს მოხდა.

ქვეყნის ხელისუფლების ვარაუდით, დღევანდელი თავდასხმა გუშინდელ ინციდენტთანაა დაკავშირებული. გუშინ იემენში "ალ-ქაიდას" ბოევიკებთან შეტაკების შედეგად 15 ჯარისკაცი დაიღუპა.

იემენის ხელისუფლების განცხადებით, მსგავსი შეტაკებების გამო ქვეყანაში უკვე 2 ათასამდე ადამიანია დაღუპული.

ბეჭდვა