ამერიკული ლაინერი "აზამარა ქვესტი" დაგეგმილ სამოგზაურო მარშუტებს დროებით გადადებს. განცხადება ამის შესახებ ამერიკის ტურისტულმა სააგენტომ და ლაინერის მფლობელმა, გუშინ
მომხდარი ინციდენტის შემდეგ გააკეთეს.
საკრუიზო ლაინერს "აზამარა ქვესტს" ფილიპინების სანაპიროსთან გუშინ გამთენიისას ცეცხლი გაუჩნდა. მის ბორტზე 1 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც "ბი-ბი-სი"ადგილობრივ მედიასაშუალებზე დაყრდნობით იუწყება, ხანძარს მსხვერპლი არ მოყოლია.
