მოსკოვში დღეს "ფლეშ მობ" აქცია გაიმართება
მოსკოვში დღეს "ფლეშ მობ" აქცია გაიმართება
10:40 01.04.2012
მოსკოვში წითელ მოედანზე ოპოზიციის აქტივისტები დღეს "ფლეშ მობ" აქციას გამართავენ.

"ბი-ბი-ის" ცნობით, მონაწილეები მოედანზე თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული მივლენ და თეთრი ლენტებით აქტივისტების დაკავებას გააპროტესტებენ.

მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში გუშინ, ე.წ. "პანკ გოგონების" გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ არასანქცირებულ აქციაზე ათობით მონაწილე დააკავეს.

ვრცელდება ინფორმაცია მოძრაობა "დრუგაია რასიას" წევრის ედუარდ ლიმონოვის დაკავების შესახებაც.

"ეხო მოსკვის" ინფორმაციით, ოპოზიცია საპროტესტო აქციაზე დაკავებული გოგონების გათავისუფლებას და კონსტიტუციის 31-ე მუხლის დაცვას ითხოვდა, რომელიც მიტინგებისა და დემონსტრაციების თავისუფლად ჩატარების უზრუნველყოფას გულისხმობს.

მასშტაბური სანქცირებული აქცია მოსკოვში 6 მაისს, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს გაიმართება. რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია 7 მაისსაა დაგეგმილი.

ბეჭდვა