მოსკოვში, პუშკინის მოედანზე ე.წ. პანკი გოგონების გათავისუფლების მოთხოვნით, ოპოზიციური ძალების მიერ არასანქცირებული აქციის მსვლელობისას აქციის სამი მონაწილე დააკავეს.
„ეხო მოსკვის“ ინფორმაციით, ოპოზიცია საპროტესტო აქციაზე დაკავებული გოგონების გათავისუფლებას და კონსტიტუციის 31-ე მუხლის დაცვას ითხოვდა, რაც მიტინგებისა და დემონსტრაციების თავისუფლად ჩატარების უზრუნველყოფას გულისხმობს.
მოსკოვის აქციაზე სხვა ექსესები არ დაფიქსირდა და შედარებით მშვიდად დასრულდა.
როგორც ცნობილია, მასშტაბური სანქცირებული აქცია მოსკოვში 6 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის წინა დღეს გაიმართება. ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისსაა დაგეგმილი.
