მოსკოვის მერიის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთში „პანკ გოგონების“ გათავისუფლების მოთხოვნით, ამ წუთებში არასანქცირებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
„ეხო მოსკვის“ ინფორმაციით, ოპოზიცია საპროტესტო აქციაზე დაკავებული გოგონების გათავისუფლებას და კონსტიტუციის 31-ე მუხლის დაცვას მოითხოვს, რომელიც მიტინგებისა და დემონსტრაციების თავისუფლად ჩატარების უზრუნველყოფას გულისხმობს.
სანქცირებული აქცია მოსკოვში 6 მაისს, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს გაიმართება. რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია 7 მაისს არის დაგეგმილი.
