აჰმედ დავითოღლუ - კოფი ანანის გეგმა სირიის ხელისუფლების უკანასკნელი შესაძლებლობაა
აჰმედ დავითოღლუ - კოფი ანანის გეგმა სირიის ხელისუფლების უკანასკნელი შესაძლებლობაა
14:57 31.03.2012
გაეროს სპეცწარმომადგენლის კოფი ანანის გეგმა სირიის ხელისუფლების უკანასკნელი საშუალებაა საერთაშორისო რისხვისგან თავის დასაღწევად - აღნიშნული განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ გააკეთა.  
სირიაში წელიწადზე მეტია ოპოზიციასა და სამთავრობო ძალებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს, რაც შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა. ამის შედეგად უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია დაღუპული.

კოფი ანანის გეგმა ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებას ითვალისწინებს.

ბეჭდვა