ამერიკაში 640 მილიონიანი ჯეკპოტი გათამაშდა
ამერიკაში 640 მილიონიანი ჯეკპოტი გათამაშდა
12:42 31.03.2012
აშშ-ში 640 მილიონი დოლარის ოდენობის ჯეკპოტი გათამაშდა.

ერთ ღამეში მილიონერად ქცეული იღბლიანის ვინაობა ამ დროისთვის არ სახელდება.

გათამაშებაში აშშ-ს 42 შტატი იყო ჩართული.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული მხოლოდ 350 მილიონ დოლარს მიიღებს.

ყველაზე დიდი ჯეკპოტი, რომელიც ამ დრომდე გათამაშებულა 390 მილიონი იყო. მისი გათამაშება 2007 წელს მოხდა. თანხა ორ ადამიანზე გადანაწილდა.

ბეჭდვა