ფილიპინების სანაპიროსთან კრუიზულ ლაინერ „აზამარა კვესტს“ცეცხლი გაუჩნდა
ფილიპინების სანაპიროსთან კრუიზულ ლაინერ „აზამარა კვესტს“ცეცხლი გაუჩნდა
11:36 31.03.2012
ფილიპინების სანაპიროსთან დღეს გამთენიისას ცეცხლი გაუჩნდა კრუიზულ ლაინერ „აზამარა კვესტს“, რომლის ბორტზეც 1000-მდე ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო მოსკვი“ ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფილიპინების საზღვაო სამაშველო ბრიგადა შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

ლაინერზე ცეცხლის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ინფორმაცია დაშავებულებისა და გარდაცვლილთა შესახებ არ ვრცელდება.

ბეჭდვა