მოსკოვის მერიის წინააღმდეგობის მიუხედავად, დღეს ოპოზიცია რუსეთში არასანქცირებულ საპროტესტო აქციას გამართვას.
„ეხო მოსკვის“ ინფორმაციით, ოპოზიცია საპროტესტო აქციაზე კონსტიტუციის 31-ე მუხლის დაცვას მოითხოვს, რომელიც მიტინგებისა და დემონსტრაციების თავისუფლად ჩატარების უზრუნველყოფას გულისხმობს.
როგორც ცნობილია, სანქცირებული აქცია მოსკოვში 6 მაისს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს გაიმართება.
რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია 7 მაისს არის დაგეგმილი.
