იაპონია ჩრდილოკორეული რაკეტების ჩამოგდებას არ გამორიცხავს
იაპონია ჩრდილოკორეული რაკეტების ჩამოგდებას არ გამორიცხავს
16:13 30.03.2012
ჩრდილოეთ კორეამ დღეს ახლო დისტანციაზე მოქმედი რაკეტა გამოცადა.
ფხენიანის ამ ქმედებას იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ნაოკი ტანაკამ უპასუხა და განცხადა, რომ იაპონია ჩრდილოეთ კორეის რაკეტებს საჭიროებისამებრ ჩამოაგდებს.
ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური განცხადებით, რაკეტის ძირითადი ნაწილი გაშვების ადგილზე უკვე დამონტაჟდა. რაკეტა ორბიტაზე სატელიტის დასამონტაჟებლად შიექმნა. თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომ მრავალსაფეხურიანი რაკეტის გამოყენება საომარი მიზნებისთვისაც შეიძლება.
ჩრდილოეთ კორეა რაკეტის გაშვებას 12-16 აპრილს, ქვეყნის ყოფილი ლიდერის კიმ ილ-სუნგის 100 წლის იუბილეზე გეგმავს.

ბეჭდვა