რუსეთისა და ბელორუსის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ მოსკოვსა და მინსკს შორის შეწყვეტილი ავიამიმოსვლა თვენახევრით განახლდება.
"ლენტა რუ-ს" ინფორმაციით, მოლაპარაკებები ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით გუშინ შედგა.
კომპანია "ბელავიას" გენერალური დირექტორის ანატოლი გუსაროვის განცხადებით, ფრენები თვენახევრის შემდეგ ისევ შეჩერდება.
ფრენა ორ ქვეყანას შორის 26 მარტს შეწყდა, თუმცა, მოგვიანებით ისევ აღდგა. შეჩერების ზუსტ მიზეზებზე ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.
