სტამბულის კაფესთან მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი - მძიმედ დაშავდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა კაფეს მახლობლად დილის საათებში ამოქმედდა.
როგორც ადგილობრივი სამაშველო ბრიგადის თანამშრომლები აცხადებენ, აღნიშნულმა ფაქტმა ხანძარი გამოიწვია, რომლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
