ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 19-ე რაუნდზე, რომელზეც საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საკითხები განიხილება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილემ გრიგორი კარასინმა უკამყოფილება გამოთქვა ქართული მხარის მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით.
"სააკაშვილის ასეთი დამოკიდებულებით მოლაპარაკებები ვერ დარეგულირდება" - განაცხადა კარასინმა. ინფორმაციას ამის შესახებ "მეტა ნოვოსტი" ავრცელებს.
ჟენევაში ქართულმა მხარემ კვლავ დასვა საკითხი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო მისიების შეყვანის შესახებ.
რუსი დიპლომატის თქმით, მსგავსი განცხადებები მხარეებს კიდევ უფრო აშორებს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციას.
როგორც კარასინმა აღნიშნა, ქართული მხარის ეს იდეა არ შეესაბამება სოხუმისა და ცხინვალის პოზიციას. "აქედან გამომდინარე, მიმაჩნია,რომ ეს განუხორციელებელი იდეაა" - დასძინა რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილემ.
ოფიციალური ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ ასევე მოითხოვა რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მექანიზმის შემუშავების საკითხი დასვა. ქართული მხარის მოთხოვნაა კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო პოლიციური ძალების განლაგება.
მოლაპარაკებებზე ასევე, განიხილება ფსოუს, როკისა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ტვირთების მონიტორინგის საკითხი.
