რუსეთში გამოკითხულთა 56% რუსეთის მიერ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის წინააღმდეგია
რუსეთში გამოკითხულთა 56% რუსეთის მიერ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის წინააღმდეგია
11:43 30.03.2012
"ლევადა ცენტრის მიერ" ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად, რუსეთში გამოკითხულ რესპონდენტთა 56% რუსეთის მიერ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის  შემოღების წინააღმდეგი აღმოჩნდა.

სოციოლოგიური კვლევა მიზნად ისახავდა მეზობელ ქვეყნებთან რუსეთის დამოკიდებულების გაგებას.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსეთის მოქალაქეთა 54% საქართველოსა და ამერიკისადმი უარყოფითადაა განწყობილი.

უკრაინისადმი რუსეთის განწყობა დადებითად შეაფასა რუსეთის მოსახლეობის 65%, ბელორუსისადმი - 73%-მა.

რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, რუსეთის მოქალაქეების 60% კმაყოფილია ურთიერთობით, 20% - უკმაყოფილოა.

ბეჭდვა