საფრანგეთში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 20-მდე ადამიანი დააკავეს
საფრანგეთში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 20-მდე ადამიანი დააკავეს
11:25 30.03.2012
საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ტულუზაში, გამთენიისას ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 20-მდე ადამიანი დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ "ეხო მოსკვი" "ფრანს პრესზე" დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი სამართალდამცავები აცხადებენ, აღნიშნული სპეცოპერაცია მუჰამედ მერას მიერ განხორცილებულ ტერაქტებთან კავშირში არ არის.
მუჰამედ მერა ტულუზაში 22 მარტს სპეცოპერაციის დროს იქნა ლიკვიდირებული. მან ტერორისტული აქტის შედეგად, ფრანგი ჯარისკაცები, ებრაული კოლეჯის მასწავლებელი და მოსწავლეები მოკლა.

ბეჭდვა