საფრანგეთი 22 აპრილს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი
კანდიდატურა რამდენიმე კვირის წინ წამოაყენა და აქტიურ წინასაარჩევნო პროცესში ჩაერთო. იუწყება "კომერსანტი".
ფრანგი ექსპერტების განცხადებით, სარკოზის რეიტინგი ყოველდღიურად ეცემა. მათივე პროგნოზით, 22 აპრილს არჩევნების პირველ ტურში სარკოზი გადალახავს, თუმცა, 6 მაისს მეორე ტურს წააგებს.
მათივე შეფასებით, მისი ძირითადი კონკურენტი ფრანსუა ოლანდი სარკოზის სულ რამდენიმე პროცენტით ჩამორჩება. დასავლეთი სწორედ ოლანდის გამარჯვებას ვარაუდობს ამ არჩევნებში.
საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პრეზიდენტის პოსტზე კენჭს მეორედ იყრის.
