23 წლის მუჰამედ მერას, რომელმაც ტულუზაში განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად რვა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საფრანგეთში მუსულმანურ სასაფლაოზე დაკრძალავენ.
იუწყება „ბი-ბი-სი“.
მის მიერ მოწყობილი ტერაქტების შედეგად, ებრაული კოლეჯის სამი მოსაწავლე, მასწავლებლი და ფრანგი სამხედროები დაიღუპნენ.
სააგენტოს ინფორმაციით, მერას ოჯახის წევრები ცხედრის ალჟირში გადასვენებას გეგმავდნენ, თუმცა, საფრანგეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით მათ უარი განუცხადა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ მერას თანამზრახველებიც ჰყავდა. დაკავებულია მუჰამედ მერას ძმა, რომელიც დანაშაულის თანამონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.
მუჰამედ მერას ლიკვიდაცია 22 მარტს ტულუზაში სპეცოპერაციის დროს მოხდა.
