ბაღდადში ტერორისტებმა ტერაქტი ე.წ. "მწვანე ზონაში"განახორციელეს
ბაღდადში ტერორისტებმა ტერაქტი ე.წ. "მწვანე ზონაში"განახორციელეს
15:57 29.03.2012
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა.

ბაღდადის აღნიშნულ რაიონში პარალელურად არაბული ლიგის სამიტი მიმდინარეობს.

"ბი-ბი-სი"ინფორმაციით, აფეთქება სალხიას რაიონში ე.წ. "მწვანე ზონაში"განხორციელდა.

ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, ყველა მნიშვნელოვანი საგარეო სახელმწიფო დაწესებულება ბაღდადის სწორედ ამ რაიონში მდებარეობს.

ტერაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.



ბეჭდვა