ჰოლანდიელი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის სახლი ლონდონში 900 ათას აშშ დოლარად გაიყიდა.
სახლი, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში, ბრიქსტონში მდებარეობს სამ სართულიანია. ამ სახლში მხატვარს ერთი ოთახი ჰქონდა ნაქირავები.
ჰოლანდიელმა მხატვარმა იქ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა.
"იტარ ტასის" ცნობით, ვან გოგის საცხოვრებელი სახლი მისი შემოქმედების თაყვანისმცემელმა შეიძინა.
