იულია ტიმოშენკოს მომხრეები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ
იულია ტიმოშენკოს მომხრეები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ
12:47 29.03.2012
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს მომხრეებმა გუშინ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართეს.
ბი-ბი-სი“ ინფორმაციით, აქციის მინაწილეთა მოთხოვნა იყო უკრაინის ხელისუფლების გადადგომა და საპატიმროში მყოფი ყოფილი პრემიერისთვის ხარისხიანი მკურნალობის უზრუნველყოფა.
აქცია თეატრალიზებული იყო და მისმა მონაწილეებმა უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციიდან გაგდების სცენა განასახიერეს.
აქცია კიევში ინციდენტის გარეშე დასრულდა.

ბეჭდვა