კანადაში ჩაძირულ გემზე ქართველიც იმყოფებოდა
კანადაში ჩაძირულ გემზე ქართველიც იმყოფებოდა
11:34 29.03.2012
კანადაში ჩაძირულ გემზე მყოფი ცხრა ადამიანიდან სამი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათ ძებნას კანადის სანაპირო დაცვის ვერტმფრენები ისევ განაგრძობენ.  

გემმა კატასტროფა პროვინცია „ახალი შოტლანდიის ნაპირებთან განიცადა. მაშველებმა გემზე მყოფი 6 მოქალაქე გადაარჩინეს, თუმცა, მოგვიანებით, მათგან ერთი დაიღუპა. ორი კი, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება.

ეკიპაჟის წევრები ჩაძირვის მიზეზად გემზე მექანიკურ პრობლემებს ასახელებენ.

კანადის მედიის ინფორმაციით, გემზე 40 წლამდე ასაკის საქართველოს, უკრაინის და რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის დაღუპულთა და დაკარგულთა ვინაობა არ კონკრეტდება.

ბეჭდვა