ნიკოლა სარკოზიმ ტულუზის ტერაქტის ამსახველი ვიდეომასალის გააშუქება აკრძალა
ნიკოლა სარკოზიმ ტულუზის ტერაქტის ამსახველი ვიდეომასალის გააშუქება აკრძალა
17:01 28.03.2012
საფრანგეთი ყველა იმ ტელეარხის სიგნალს ჩაახშობს, რომელიც ტულუზის ტერაქტის ამსახველ ვიდეომასალას გააშუქებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა  სარკოზიმ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
ინფორმაციას "ბი-ბი-სი",,ფრანს პრესზე" დაყრდნობით ავცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყატარულ ტელეკომპანიებს ტერორისტ მუჰამედ მერას მიერ განხორციელებული ტერაქტის ამსახველი ვიდეომასალა მერას თანამზახველებმა გადაუგზავნეს.
რამდენიმე დღის წინ, მუჰამედ მერამ ებრაული კოლეჯის 3 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა. მერა კი, ფრანგმა სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში, სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

ბეჭდვა