სირიის სამთავრობო ძალებმა კალაატ ალ-მადიკის აღება დაიწყეს
სირიის სამთავრობო ძალებმა კალაატ ალ-მადიკის აღება დაიწყეს
16:41 28.03.2012
სირიის სამთავრობო ძალებმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქი კალაატ ალ-მადიკის აღება დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავცელებს.
ქალაქის ასაღებად მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. ადგილობრივ მეამბოხეებს ქალაქი არ დაუტოვებიათ. მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ქალაქი კალაატ ალ-მადიკი პროვინცია ჰამასთან მდებარეობს.
შეიარაღებული შეტაკებების ინტენსივობამ იმატა. სირიაში მსგავსი ვითარება წელიწადზე მეტია გრძელდება.

ბეჭდვა