თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ხვალ ირანს ეწვევა.
იგი ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადს და პარლამენტის თავმჯდომარე ალი
ლარიჯანისთან ერთად სირიაში არსებულ ვითარებას განიხილავს.
"ინტერფაქსი"-ის ინფორმაციით, ერდოღანი აღნიშნავს, რომ სირიიდან თურქეთში უკვე 17 ათასი დევნილი ჩავიდა.
"ინტერფაქსი" აღნიშნავს, რომ თურქეთის ხელისუფლება მკვეთრად აკრიტიკებს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმს. ირანი კი - სირიის ხელისუფლების მეკავშირეა.
სირიაში არსებული რთული ვითარება წელიწადზე მეტია გრძელდება. შიარაღებული შეტაკებები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს.
