ტერორისტებმა მოსკოვის ხიმკის ოლქში გვიან ღამით ავტომანქანა ააფეთქეს. იუწყება "ბი-ბი-სი".
მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მას შემდეგ ამოქმედდა, როდესაც პოლიციელი მანქანიდან გადმოვიდა და საკუთარი სახლის სადარბაზოში შევიდა.
სამართალდამცავი ინციდენტის შედეგად არ დაშავებულა.
მომხდართან დაკავშირებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება დაიწყო.
