ბელორუს ოპოზიციონერებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ
ბელორუს ოპოზიციონერებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ
12:38 28.03.2012
ბელორუსი ოპოზიციონერი ლიდერები მინსკი-მოსკოვის მატარებლიდან ჩამოსვეს და ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აღნიშნული პირები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ე.წ. "შავ სიაში" არიან შეყვანილი, რის გამოც, მათ ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.
ეს გადაწყვეტილება ლუკაშენკომ, მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციის ლიდერებმა ევროკავშირს ურჩიეს ქვეყნის პრეზიდენტის ლუკაშენკოსა და ხელისუფლების რამდენიმე სხვა მაღალჩინოსნისთვის სანქციები დაეწესებინა.
ვროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ბელორუსს 23 მარტს სანქციები დაუწესდა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ბელორუსთან ურთიერთობა ეკრძალებათ, მათ შორის აკრძალულია საბანკო კავშირი.

ბეჭდვა