აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, მასაჩუსეტსის შტატის სენატორის მით რომნის სკანდალურ განცხადებას რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარემ ალექსი პუშკოვმა უპასუხა.
პუშკოვმა სპეციალური ბრიფინგი ჩაატარა და აღნიშნა, რომ "ეს არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ნათელი გაგრძელება და არც რომნი განსხვავდება იმ აგრესიული პოლიტიკოსებისგან, რომლებიც რუსეთს ბოროტების სათავეს უწოდებენ".
მისი თქმით, რომნის განცხადება საარჩევნო კამპანიის ნაწილია და რესპუბლიკელთა პოზიციას გამოხატავს.
მით რომნიმ რუსეთს ამერიკისთვის ნომერი პირველი გეოპოლიტიკური მტერი უწოდა.
