აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს პირობის შესრულებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ იუწყება "ბი-ბი-სი".
სირიის ხელისუფლება დაეთანხმა გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის გეგმას, სირიაში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად.
"ასადიმ თანხმობა დაუყოვნებლივ უნდა გაამყაროს ქმედებით. ის ბევრ პირობას დებს და ძალიან ცოტას ასრულებს" - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
კლინტონის თქმით, თუ ასადი ნამდვილად მზადაა დახუროს სირიის ისტორიის ეს ლაქიანი ფურცელი, მან უნდა უბრძანოს სამთავრობო ძალებს - დაუყონებლივ შეწყვიტონ ქალაქების დაბომბვა და გაიყვანოს ჯარები მჭიდროდ დასახლებული რაიონებიდან.
როგორც ცნობილია, სირიაში წელიწადზე მეტია, რაც სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს, დაღუპულია 9 000-მდე ადამიანი.
