გაერთიენებული ერების ორგანიზაციის უმაღლესმა კომისარმა, ადამიანის უფლებათა დამცველმა ნავი პილეიმ სირიის ხელისუფლების მხრიდან არასრულწლოვანთა
ძალადობაზე განცხადება გააკეთა.
პილეი შეშფოთებას გამოთქვამს მსგავსი ფაქტების გამო და პრობლემის დაუყოვნებლივ აღმოფხვრას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
"სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ბავშვებზე ძალადობს, კერძოდ, ის არასრულწლოვნებს ქვეყანაში არსებულ დაძაბულ სიტუაციაში, საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას აიძულებს. ბავშვები გაუსაძლის პირობებში არიან, რაც ყოვლად დაუშვებელია" - განაცხადა გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა.
სირიაში წელიწადზე მეტია, რაც სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.
