მოსკოვის მერია პუტინის მხარდამჭერი მიტინგის წინააღმდეგია
მოსკოვის მერია პუტინის მხარდამჭერი მიტინგის წინააღმდეგია
16:21 11.02.2012


მოსკოვის მერია 23 თებერვალს დაგეგმილი ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი მიტინგის წინააღმდეგია, - ამის შესახებ ,,გაზეტა.რუ" იუწყება.
მერია ორგანიზატორებს მოუწოდებს, აღნიშნულ მიტინგში მონაწილეთა რაოდენობა შეამცირონ ან აქციაზე საერთოდ უარი თქვან. მერია მათ სთავაზობს, 200 000 ადამიანიდან მომიტინგეთა რიცხვი 100 000-მდე დაიყვანონ.
თუმცა, როგორც ,,გაზეტა.რუს"" მიტინგის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ელექსეი ანისოვმა განუცხადა, ისინი მერიის რჩევის გათვალისწინებას არ აპირებენ.
23 თებერვალს პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი აქციაა დაგეგმილი. 2012 წლის 4 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული, რომელშიც პუტინი პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას გეგმავს..

ბეჭდვა