სირიაში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელის კოფი ანანის განცხადებით, სირიამ მის მიერ წარდგენილი ექვსპუნქტიანი გეგმა მოიწონა.
კოფი ანანის განცხადებით, გეგმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ზუსტად იქნება დაცული გეგმის ექვსივე პუნქტი.
გაერო-ს სპეცწარმომადგენელი კოფი ანანი სირიის ხელისუფლებას და ოპოზიციას ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებისკენ მოუწოდებს.
BBC-ის ინფორმაციით, კოფი ანანი გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენლად დაახლოებით ერთი თვის წინ დაინიშნა.
სირიაში წელიწადზე მეტია, რაც სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.
