საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ დირექტორს დომინიკ სტროს კანს პროსტიტუციის ხელშეწყობაში დასდეს ბრალი.
ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" საფრანგეთის პროკურატურის მიერ გავცელებული მონაცემების საფუძველზე ავცელებს.
საფრანგეთს პროკურორების განცხადებით, კანი 100 000 ევროს სანაცვლოდ, თავდებით გათავისუფლდა.
მათივე განმარტებით, კანს არა მონაწილეობა, არამედ პროსტიტუციის ხელშეწყობა ედება ბრალად.
მსოფლიო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი სამართალდამცავებმა ნიუ-იორკში 2011 წელსაც დააკავეს. მაშინ მას ბრალად გაუპატიურება ედებოდა. თუმცა, სტროს კანი მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
