ფხენიანი რაკეტის გაშვების გეგმის შეცვლას არ აპირებს
ფხენიანი რაკეტის გაშვების გეგმის შეცვლას არ აპირებს
13:38 27.03.2012
ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკის მიუხედავად, თანამგზავრული რაკეტის გაშვებას მაინც გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავცელებს.

„ეს ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს კანონიერი უფლებაა. არასდროს ვიტყვით უარს ჩვენს უფლებებზე. ასევე, მიმაჩნია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“-განაცხადა ჩრდილოეთ კორეის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ფხენიანს რაკეტის გაშვებისგან თავშეკავება ურჩია.

ჩრდილოეთ კორეა რაკეტის გაშვებას 12-16 აპრილს, ქვეყნის ყოფილი ლიდერის კიმ ილ-სუნგის 100 წლის იუბილეზე გეგმავს.
სამხრეთ კორეის ოფიციალური განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც რაკეტის ძირითადი ნაწილი გაშვების ადგილზე უკვე დამონტაჟდა. ფხენიანში აცხადებენ, რომ რაკეტა ორბიტაზე სატელიტის დასამონტაჟებლად შიექმნა. თუმცა, ექსპერტები საუბრობენ, რომ მრავალსაფეხურიანი რაკეტა საომარი მიზნებისთვისაც შეიძლება იქნას გამოყენებული.

ბეჭდვა