სეულის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში სკანდალი მოხდა.
მედიამ აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას და რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის კერძო საუბარი გაავრცელა, რომელიც ერთ-ერთმა მიკროფონმა შემთხვევით ჩაიწერა.
საუბრის სტენოგრმა წამყვანმა ამერიკულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს. როგორც გაირკვა, ობამა მედვედევს ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემასთან დაკავშირებით ესაუბრა.
ტელეკომპანიები იუწყებიან, რომ ჩანაწერის მიხედვით ბარაკ ობამამ განაცხადა - ... ანტისარაკეტო სისტემებთან დაკავშირებით... ამ საკითხის მოგვარება შეიძლება, ამისთვის საჭიროა სივრცე. დიმიტრი მედვედევი - გასაგებია შენი მესიჯი სივრცესთან დაკავშრებით ანუ არის ადგილი თქვენთვის და არის სივრცე ჩვენთვის. ბარაკ ობამა - ეს ჩემი ბოლო არჩევნებია. დიმიტრი მედვედევი - გასაგებია მე ამ ინფორმაციას ვლადიმერს გადავცემ.
უცხოელი ჟურნალისტების ვარაუდით, საუბარი შესაძლებელია წინასაარჩევნო კამპანიის გამო მანევრირების სივრცეზე იყოს, თუმცა, არც იმას გამორიცხავცენ, ეს ევროპულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას ეხებოდეს.
სეულის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პირველი სესია დასრულდა. ლიდერების სამუშაო ვახშმის შემდეგ, მეორე სესია დაიწყება. დღის ბოლოს ერთობლივ კომუნიკეს მიიღებენ.
ბირთვული უსაფრთხოების სამიტში 50-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლობა მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.
