ნულანდი - ამერიკა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს
ნულანდი - ამერიკა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს
11:31 27.03.2012
ამერიკის შეერთებული შტატები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს.  ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

"ამერიკის შეერთებული შტატები არც აფხაზეთის რეგიონში და არც სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ დე-ფაქტო არჩევნებს არ აღიარებს" -განაცხადა ნულანდმა.

სპიკერმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

"კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს 2008 წელის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ვალდებულებების შესრულებისკენ, რაშიც შეიარაღებული ძალების კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად შესვლის უზრუნველყოფა იგულისხმება"- აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 24 მარტს, ხოლო სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტს ჩატარდა.

ბეჭდვა